07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 11:56:14, 1006 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი: მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია

 „მედეას ქვეყანა ვართ და ჩვენთვის მედიცინა ძალიან ბუნებრივია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონგრესის, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმის გახსნისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნისათვის სამედიცინო ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოსთვის ტურიზმი არის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.  ოლო ტურიზმის სხვადასხვა სახეობებში საკონფერენციო ტურიზმი და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ტურიზმია მნიშვნელოვანი. ვიტყოდი, ეს ისტორიული მიმართულებაა, ყველაფერი რაც ეხება მედიცინას. მედეას ქვეყანა ვართ ბოლოს და ბოლოს და რადგანაც მედეას ქვეყანა ვართ, ჩვენთვის მედიცინა არის ძალიან ბუნებრივი; ეს არის დარგი, რომელიც ყველა ქართველისთვის გენეტიკური და ძალიან ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა განვავითაროთ ჯანდაცვის კუთხით ტურიზმი, მედიცინის კუთხით ტურიზმი, განვავითაროთ ჩვენი კურორტები, რაც მრავლად გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დანიშნულების. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი, რომელიც მომავალ წლებში მოიპოვებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძალიან განვითარებული იქნება რეაბილიტაციის, გამაჯანსაღებელი კურორტები. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ.

მნიშვნელოვანია დღეს რომ ამდენი ქალი არის აქ თავშეყრილი. მნიშვნელოვანია იმით, რომ დღევანდელ დღეს ქალი ლიდერები არიან უფრო და უფრო ძლიერები მსოფლიოში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics