13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 17:21:34, 1204 ნახვა

პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„ნებაყოფლობითი შეთანხმებები სამრეწველო სექტორთან - ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში", - ასეთი დასახელების სამუშაო შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელსაც სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრა ჩატარდა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მხარდაჭერით.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სფეროში ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, ხოლო ენერგოეფექტურობა ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

 სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროკავშირის გამოცდილება ენერგოეფექტურობაში, საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ქართული კომპანიების გამოწვევები, პრიორიტეტები და მოლოდინები ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით და სხვ.

 აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის" პირველი პროექტი მოიცავს ნებაყოფლობით შეთანხმებებს, როგორც ერთ-ერთ ღონისძიებას/ქმედებას, რაც მრეწველობის სექტორმა უნდა განახორციელოს. ნებაყოფლობით შეთანხმებებს აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics