07:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 15:59:56, 1045 ნახვა

საზოგადოება
გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.  რეაბილიტირებული  ხიდი  დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.

თბილისის მერის თქმით, ხიდები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ისინი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. 

„ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამჟამად დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელსაც შემდგომი კვირების განმავლობაში განვახორციელებთ. ასევე, გამწვანდება  შუა გამყოფი ზოლი. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან საინტერესო პროექტს -  გამყოფ ზოლში ვაპირებთ   ველობილიკის მოწყობას. მიხარია, რომ ხიდების რეაბილიტაციის პროცესში  გამოყენებული  მასალები  საქართველოშია წარმოებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდამავალი პროექტის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გასული წლიდან ახორციელებდა.

 სამუშაოების ფარგლებში, ავარიულ ხიდებს - როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს,  სრული დემონტაჟი ჩაუტარდა და არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენდა, ახალი ხიდები აშენდა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კონსტრაქშენ სერვისი“ განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაკტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics