01:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 15:36:25, 1780 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - ნიკა მელიას საქმეზე ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება 60-მდე პირმა მისცა

პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას ჩვენება ამ დროისთვის 60-მდე პირმა მისცა.

ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და გამოკითიხნენ როგორც მოწმეები, ისე დაზარალებულები.

„საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები და დაზარალებულები. ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მისცა 60-მდე პირმა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისის სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics