01:26 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 12:35:41, 2093 ნახვა

სამართალი
გიორგი ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების საქმეზე, გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გიორგი ბარამიძე და  „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

ოპოზიციის წევრები შსს-ში  დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

„ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად“, -  აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.

რაც შეეხება,  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას, მისი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, უგულავა მზად არის მაგისტრმა მოსამართლემ გამოკითხოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics