13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 11:00:41, 1125 ნახვა

პოლიტიკა
კოპალიანი: მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა?!

საპარლამენტო უმრავლესობს წევრი კარლო კოპალიანი  2011 წლის 26 მაისის ღამეს იხსენებს და აცხადებს, რომ მომიტინგეთა დარბევას ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც 20 ივნსისს, პარლამენტში შეჭრის მცდელობას ედგა სათავეში.

„მე კარგად მახსოვს, 26 მაისის მიტინგის მონაწილე ვარ, მაშინ დეპუტატი გახლდით და პარლამენტის წინ ვიდექი. ეს არ იყო აქციის დაშლა, ეს იყო ხალხზე ნადირობა, საკუთარ ხალხზე ძალადობა. იმ ღამეს ათასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს, დაახლოებით 2000 მომიტინგეს თავს დაესხა 4-5 ათასი ადამიანი, ბრძანება იყო გაცემული, რაც უფრო მეტ ადამიანს  სცემდნენ, უფრო მეტ პრემიას მიიღებდნენ, უფრო მეტად დაფასდებოდა მათი გარჯა. ამას ხელმძღვანელობდნენ ის ადამიანები, ვინც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრის მცდელობას ხელმძღვანელობდა. მე ვნახე რუსთაველის პროსპექტზე სისხლით მორწყული ქუჩები. როდესაც დამაკავეს, სამოქალაქო ფორმიანი, ალბათ მაშინდელი კუდის თანამშრომელი იყო, რომელმაც გააფრთხილა სპეცრაზმელები, ეს პარლამენტის წევრია და ცოტა ფრთხილად მოეპყარითო, რაც მანამდე მომხვდა, სამჯერ მეტი მომხვდა ამის შემდეგ. მათზე არ მოქმედებდა პარლამენტის წევრობა. ნიკა მელიას თუ ჰქონდა იმუნიტეტი, მე არ მქონდა 2011 წელს იმუნიტეტი? საქართველოს მაშინ ხომ ეს ხალხი მართავდა. ის ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩემს გვერდით, პარლამენტში სხედან. ამ ადამიანების ჩადენილია ეს ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ მათ არავითარი უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ვინმეს გადადგომაზე და საერთოდ, მე მათ ოპოზიციას არ ვუწოდებ. ისინი არიან ქართველი ხალხის სისხლში და ცრემლში ყელამდე ჩამდგარი ადამიანები“ - განაცხადა კარლო კოპალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ თოქშოუში „პირისპირ“.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics