2019-07-03 18:54:14, 1331 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენი პროტესტი გამარჯვებისთვის განწირულია“ - პარლამენტთან აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია - „სირცხვილია“ განახლდა.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ აქციაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი.
„ეს პროტესტი არის განწირული გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ არ ყოფილა ჯერ ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, ესეთი მართალი პროტესტი, რომელსაც საბოლოოდ შედეგისთვის არ მიეღწიოს“, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პროტესტის მეთოთხეტე დღეა. დემონსტრანტები შაბათს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან