13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 16:57:28, 2129 ნახვა

პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი - გუნდში გახარიას მიმართ კითხვები არ გვაქვს

 „გუნდში ვართ ერთიანი და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენების დროს შს მინისტრმა სახელმწიფოებრივი მოვალეობა შეასრულა.

„მინდა, კორექტულები ვიყოთ და ის გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას ვალდებულება სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო, რაც მან შეასრულა. გუნდში ერთიანნი ვართ და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics