05:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 14:45:28, 2741 ნახვა

მსოფლიო
​„მოქალაქეების 12% ქუჩაში ისაქმებს“ - ჯონსონმა პუტინი ლიბერალიზმზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა

ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს. 

კერძოდ, ჯონსონი კრემლის ლიდერის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმმა საკუთარი თავი ამოწურა და მოძველდა. 

ჯონსონი მიიჩნევს, რომ სწორედ ლიბერალიზმი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც ახდენს გავლენას. აღშანიშნავია, რომ საკუთარ განცხადებაში, ბრიტანელმა პოლიტიკოსმა რუსსტატის (რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები არგუმენტების გასამყარებლად მოიშველია. 

"პუტინის განცხადება ლიბერალიზმთან დაკავშირებით სრული სისულელეა. თავისუფალი და ღია საზოგადოება იქნება იდეალური ადგილი ბიზნესის კეთებისთვის. ასეთი გარემო იქნება უსაფრთხო ინვესტიციებისთვის. ეს იქნება იდეალური ადგილი იმისათვის, რომ შექმნა ოჯახი დაა იცხოვრო. ბრიტანეთი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ჩვენ სოციალური თავისუფლების ორი გარანტი და დამცველი გვაქვს: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. თუ პოლიტიკოსის თანამდებობიდან გადაყენება დემოკრატიული გზით შეუძლებელია, მაშინ ქვეყანაში იარსებებს კორუფცია ხალხი დაიჩაგვრება და იქნება სიღარიბე. პირდაპირ რომ გითხრა ვლადიმერ, ქვვეყანაში არსებობენ ქვეყნები, სადაც კაპიტალი ოლიგარქების ხელშია კონცენტრირებული, სადაც ჟურნალისტებს კლავენ, სადაც "ლიბბერალურ ფასეულობებს" დასცინიან, სადაც როსსტატის [საქსტატის ანალოგი რუსეთში] თანახმად, მოსახლეობის მესამედს წელიწადში ორ წყვილზე მეტი ფეხსაცმლის ყიდვის საშუალება არ აქვს, მოქალაქეების 12% ქუჩაში ისაქმებს, ხოლო რეალური შემოსავალი უკვე 5 წლის განმავლობაში მცირდება", - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

ცობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლიბერალიზმი და ის იდეოლოგია, რომელზეც დასავლური ქვეყნების დემოკრატია დგას, უკვე მოძველდა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics