2015-07-03 17:01:21, 520 ნახვა
საზოგადოება
483 დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდათ
საქართველოში 483 დევილ ოჯახს ბინები დაუკანონდათ.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, 483 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ თბილისის ცენტრალურ უბნებში, ასევე გორში, ქუთაისში,ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში და მიმდებარე სოფლებში.
„მთავრობის მიერ შარშან ნოემბერში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში 3001 დევნილმა ოჯახმა საკუთრებაში მიიღო ბინა. ეს არის ახალი ბინების მშენებლობა. ეს არის ის ბინები, რომლებსაც ისინი დღემდე ფლობდნენ და დღეიდან ისინი ხდებიან არამხოლოდ მართლზომიერი, არამედ რეალური მესაკუთრეები“,-აღნიშნა სუბარმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან