12:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 17:25:29, 1581 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის განცხადებით, გავრილოვი თავად მივიდა მასთან სურათის გადასაღებად, რაც პროვოკაციული ნაბიჯი იყო

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქცევას საქართველოს პარლამენტში პროვოკაციული უწოდა.

 კობახიძემ აღნიშნა, რომ პროვოკაციის რისკები აწონ-დაწონეს, თუმცა ყველაფერი ბოლომდე ვერ გაითვალისწინეს.

„რაც შეეხება გავრილოვთან ფოტოს გადაღებას, - თითოეული ჩვენგანი იყო იმ მიღებაზე რომელიც გაიმართა და როდესაც დგახარ და ამ დროს მოდის კონკრეტული სტუმარი, ვინც არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ვერ გაიქცევი იმ ადგილიდან. სამწუხაროდ, ესეც იყო ერთგვარი პროვოკაცია, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მეორე დღესაც. იყო პროვოკაციები, ჩვენ გვქონდა ამ პროვოკაციებზე ოპოზიციასთანაც საუბარი, იმ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ამ ასამბლეის ჩატარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რადგანაც ასამბლეის პრეზიდენტი იყო რუსი. ეს რისკები გვქონდა აწონ-დაწონილი და ზომებიც მივიღეთ, განსაკუთრებით, პირველ დღეს, როდესაც იმართებოდა ღონისძიებების გახსნა, თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ 100 %-ით რისკებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ეს შეგნებული ნაბიჯი იყო თუ არა შეგნებული, შინაარსობრივად ეს პროვოკაციული ნაბიჯი იყო. ყველამ იცის რა არის კონტექსტი და, ბუნებრივია, სტუმარმა და მასპინძელმაც ამ კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს. სამწუხაროდ, ეს კონტექსტი არ ან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სტუმარმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics