|
2015-07-03 16:20:48, 1498 ნახვა
სხვადასხვა
პაციენტმა სასწრაფოს ექიმებზე დანით თავდასხმა სცადა
ვაშლიჯვარის ასახვევში გამოძახებულ სასწრაფოს ექიმებს 20 წლის პაციენტი დნით დაესხა თავს. როგორც „ექსპერსნიუსს“ სასწრაფო დახმარების ცენტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, ინციდენტს მოგვიანებით პაციენტის მამაც შეუერთდა. ექიმებმა მოასწრეს მანქანაში შესვლა და კარების ჩაკეტვა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სასწრაფო დახმარების მანქანას ორი საბურავი დაუჭრეს. „პაციენტი, რომელიც ოპერაციის შემდეგ გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა, მისულ ბრიგადას სადარბაზოში დახვდა და იმ კლინიკაში გადაყვანა მოსთხოვა, რომელშიც ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ კი, სანამ ექიმები მის მოთხოვნას შეასრულებდნენ, დანა ამოიღო და პროცესის დასაჩქარებლად ექიმებზე თავდასხმა სცადა.“ - განაცხადა ნათია გედენიძემ. ექიმების მიერ გამოძახებულმა პატრულმა თავდამსხმელები დააკავა. პაციენტი გადაყვანილ იქნა კლინიკაში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)