12:34 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 17:19:25, 1603 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან გვქონდეს დისკუსია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოოს.

როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, სამუშაო ჯგუფში უკვე ჩართულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“.

„ჩვენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან მზად ვართ, რომ დისკუსია გვქონდეს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია უკვე საკმაოდ მკაფიო და ნათელია, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ. შესაბამისად, თუ მათ სურვილი ექნებათ, რამე ფორმით ჩაერთონ მოლაპარაკებების პროცესში, რა თქმა უნდა, ეს შეუძლიათ. კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტში უკვე მუშაობს საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფი, იქ მონაწილეობს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ და მათ გაშვებას ამ ფორმატიდან არავინ აპირებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

გარდა ამისა, როგორ ჩუგოშვილმა აღნიშნა,  საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა საერთო სახალხო განხილვისა და საპარლამენტო განხილვების ფორმატში  გაიმართება.

„ყველა სხვა საკითხი, რომელიც შეეხება საარჩევნო თემატიკას, განიხილება საარჩევნო ჯგუფში, უკვე დათქმული გვაქვს, ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 8 ივლისს უნდა დაიწყოს და სამი დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს ანუ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, დაინიცირებიდან სულ მცირე, ერთი თვე საერთო სახალხო განხილვები უნდა მიმდინარეობდეს, ხოლო სექტემბრიდან დაიწყება საკომიტეტო და სასესიო განხილვები“,  - აღნიშნა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics