04:59 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 17:23:42, 1907 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: პროტესტი იყო არაპროპორციული - თუ მომავალშიც იქნება შტურმის მცდელობა, რა გინდათ, პოლიციელები სიტუაციას გაერიდონ?!

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო გამოწვეული პროტესტი არაპროპორციული იყო.

მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური პროტესტის მაღალ რეგისტრში ასაყვანად ახალგაზრდების გულწრფელი აღშფოთება გამოიყენეს.

„რაც შეეხება ძალის გადამეტებას: არავინ გაურბის პასუხისმგებლობას და რომ დაიდება, და თუ ვნახავთ, რომ ეს არის იმაზე მეტი რაც უნდა ყოფილიყო, სისტემური, არა გამონაკლისი ერთი და ორი შემთხვევა, არამედ იყო რაღაცა პრობლემა თვითონ უწყებრივი, არც გიორგი გახარია, არც მე, სკამს არავინ გამოეკერება. მეტსაც გეტყვით, ცას არ გამოვეკერებით და მითუმეტეს, სკამს როგორ გამოვეკერებით, მაგაზე მშვიდად იყავით. რაც შეეხება იმას, რომ პროტესტია და მოდი გავმუხტოთ ამით: თავისთავად ვამბობ, რომ პროტესტი იმ ღამესვე არაპროპორციული იყო. კი ბატონო, მოხდა ის, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა ის სურათი, რომ ის კაცი იქ ჩაჯდა, მაგრამ მალევე, რამდენიმე წუთში მოგვარდა. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ეს არის ძალიან სარფიანი და ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროტესტი მაღალ რეგისტრში აიყვანონ. მესმის ესეც, უამრავი ხალხი დადგა ქუჩაში - ესეც მესმის, შეიძლება პროტესტი 9 დღე და 9 თვეც გაგრძელდეს, მაგრამ რა კავშირი აქვს შტურმთან? გეტყვით რა კავშირი აქვს - ახლა, ამ წუთასვე გამოვიყენოთ ამ ხალხის და ახალგაზრდების ენერგია, იმიტომ, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება განელდეს მათი გულწრფელი პროტესტი და თუ გინდა დავაქციოთ ეს ქვეყანა. თქვენ გინდათ ის სტანდარტი დაამკვიდროთ, რომ თუ მომავალშიც იქნება პროტესტი და შტურმის მცდელობა, პოლიციელები გაერიდონ სიტუაციას?“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics