11:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 16:27:11, 1692 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის - მისი გადადგომა არ იგეგმება

 „გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას,“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება დაადგენს.

მისივე ინფორმაციით, გახარიას გადადგომა არ იგეგმება.

„მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics