11:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-28 14:35:00, 1553 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღეს ყველაზე აქტუალური შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების საკითხია და სხვა თემებზე მსჯელობა არაადექვატურად მიაჩნიათ.

"როდესაც საზოგადოება ითხოვს მინისტრ გახარიას გადადგომას, ერთადერთი საკითხი, რაც უნდა განიხილოს პარლამენტმა, არის ოპოზიციის მიერ გახარიას გადადგომის თაობაზე დაყენებული რეზოლუციაა. რაღაც რუტინულ პროცედურულ განხილვებში ან თუნდაც რაიმე საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობას, რომელსაც არსებითი განხილვა ჩვენს მოსახლეობაზე არ აქვს, ამ ეტაპზე დისკრედიტირებული პარლამენტის პირობებში არის შეუძლებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმონაწილეობთ დღევანდელ სხდომაში და ვაცხადებთ ბოიკოტს. ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების და ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებიც რამდენიმე დღეა დგანან აქციაზე და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics