05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 22:46:38, 1606 ნახვა

კომენტარი
გახარია: მოლაპარაკების მცდელობა იყო - ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო

„მოლაპარაკებების მცდელობა იყო - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ვითარების დეესკალაციის მცდელობისა, აქციაზე 22:00 საათის შემდეგ, პროცესის მართვა უკიდურესად გართულდა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების მცდელობას, დიახ, ასეთი ფაქტი იყო. აქ იყო დაკავშირებული ყველაფერი იმასთან, რომ იყო მაქსიმალური მცდელობა, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია. ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და პროცესის მართვა იყო უკიდურესად რთული. რა თქმა უნდა ყველა შესაძლებლობა და მზაობაც იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო პროცესის დეესკალაცია ძალადობის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს იყო რამდენიმე ძალადობრივი შტურმი, რომლის დროსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო“,- განაცხადა შს მინისტრმა.

მანვე განმარტა, რომ სამართალდამცველებმა ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.

„ეს იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის შესაბამისად ხელისუფლების ჩაგდების. ამ ყველაფრის დაგეგმვის პროცესი პირდაპირ ეთერში ჩანდა. მოწოდებებს ვინ ახორციელებდა, ესეც ჩანდა. იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს, სხვადასხვა სიტყვებით. აშკარად ჩანდა მცდელობდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების. ეს იყო მშვიდობიანი აქცია 10 საათამდე. ადამიანები კონკრეტულად, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არ შესრულების პირობებში, ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმაც ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შეჭრის მიზნით. ეს ხომ ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში?“,- აღნიშნა შს მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics