20:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 20:26:04, 1751 ნახვა

კომენტარი
გახარია აქციის დაშლაზე: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, დაწყებიდან დასრულებამდე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მინისტრის თქმით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ის თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. 

„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩვემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხსიმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად თავის ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ თავის ინსტიტუტს. ადამიანები რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად, საზოგადოების მხრიდანაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics