05:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 17:08:30, 1383 ნახვა

კომენტარი
უგულავა: როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ივანიშვილმა ის 93 დეპუტატი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მმართველმა გუნდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ციხისთვის გაიმეტა. 

უგულავამ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი გადაწყვეტილება "საბჭოთა სასამართლოს" შეადარა. 

"ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება სამწუხაროდ. სწორი გადაწყვეტილება იყო მაგრამ სასამართლოში არ მიიღება. გუშინდელი სამარცხვინო საბჭოთა სასამართლო, რომ მოაწყო უმრავლესობამ, იმ ამაზრზენი სანახაობის შემდეგ იმდენად დიდი იყო აღშფოთება მათშორის იმ ადამიანებს შორის ვისაც არანაირი შეხებაში არ აქვთ არც მელიასთან, არც პოლიტიკასთან, ჩვეულებრივი მოქალაქეები გაბრაზდნენ.

დღეს ამ ხალხმა თვალებში როგორ უნდა შეხედოს საზოგადოებას. გუშინ იგივე მტკიცებულებები დაგიხვედრეს აი ის რაღაც ფარატინა ქაღალდი და თქვენ 93-ვე დეპუტატმა ადექით და ადამიანი, თქვენი კოლეგა მიაჭირეთ ხელი და გაუშვით ციხეში. თქვენი კოლეგა თქვენი მხრიდან ციხეშია გაშვებული, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. 93 პოლიტიკური გვამი დევს დღეს უმრავლესობაში პარლამენტში. როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ბიძინა ივანიშვილმა ის 93. მონობის ტესტი თქვენ ჩააბარეთ მაგრამ ხვალიდან როგორ უნდა გააგრძელოთ საქმიანობა ეგ მიკვირს", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics