|
2019-06-27 17:06:05, 5277 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადი აქცენტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მეტ ჩართულობაზე გაკეთდა. „სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ კვირას იტალიაში, ნატოს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული სამაგალითო პროგრესი. ნატოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო, ორმხრივ ფორმატში კი, შეხვედრები გამართა ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან.
(NS)
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)