23:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 11:29:03, 1686 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება გაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, სპეციალისტების მომზადებას და სერტიფიკატების გაცემას  სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანო განახორციელებს.

„იმისთვის, რომ გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება და სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ენერგეტიკული მიმართულების სკოლა, გაჩნდეს პირველი ასეთი სერტიფიკაციის ორგანო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა,  რადგან, პირველ რიგში, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მათი მომხმარებელი იყოს დაცული" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საფრთხე, რომ  ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური ადამიანები გააკეთებენ, მოიხსნება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების  პრევენციისთვის.

სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოზე "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა" შესაბამისი აკრედიტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ გაიცა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics