|
2019-06-26 18:48:34, 1438 ნახვა
პოლიტიკა
მელია უმრავლესობას: ჩემს დაჭერას აპირებთ, მაგრამ მე ამაყი ვარ და ზეიმი მაქვს, თქვენ კი - პანაშვიდი
„დიახ, მე აქ ვარ მარტო, თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მაქვს ზეიმი, თქვენ კი - პანაშვიდი“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მმართველი გუნდის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს უნდა უყარონ კენჭი. როგორც დეპუტატმა აღნიშა, მიიჩნევს, რომ დღეს, ისტორიის სწორ მხარეს დგას. მელიამ ისიც განმარტა, თუ რატომ იმყოფება პლენარულ სხდომაზე თანაგუნდელების გარეშე და აღნიშნა, რომ ეს მან თავად ითხოვა. „მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, რომ დღეს ეს სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახ, დღეს მე აქ ვართ მარტო და თქვენ ხართ ბევრნი. მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ მგონი თქვენ არ ხართ, მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით - უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თან სიამაყით და ვფიქრობ, თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მე დღეს მგონია, რომ ვარ ისტორიის სწორ მხარეს და თქვენ ხართ არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს, თვალი გაგისწოროთ, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობ დღეს აქ, ამ დარბაზში. დიახ, მე აქ ვარ მარტო, თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მაქვს ზეიმი, თქვენ კი - პანაშვიდი. დღეს თქვენ განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით, უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ. ასე რომ წარმატებები. ამის თქმასაც არ ვაპირებდი რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. კერძოდ, უწყებამ 20-21 ივნისს, აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ ბრალდების დადგენილება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გამოიტანა. გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით გუშინვე მიმართა.
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)