01:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 16:30:46, 1425 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა - დამონტაჟდა ახალი ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები. 

გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა - დაირგო ყვავილები, ხეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით - ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება. ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დავასრულეთ. მოსახლეობა უკვე აქტიურად იყენებს სკვერს, რაც ძალიან სასიხარულოა. ტერიტორია გამწვანებულია, დაირგო მცენარეები, ბალახი, დამონტაჟდა არასტანდარტული და კომფორტული საპარკე სკამები, მოეწყო განსხვავებული საბავშვო გასართობი მოედანი. ამ სკვერის გარდა, ინფრასტრუქტურის განახლებას სხვადასხვა მისამართზე განვაგრძობთ. მიმდინარე წელს დასასვენებელი სივრცე სულ 20 მისამართზე განახლდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.  

სკვერის განახლების სამუშაოები ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics