2019-06-26 11:59:35, 1461 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი დეპუტატებს: კომიტეტების სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე
„კომიტეტების სხდომაზე იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევნა გოგიჩაიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლისას დეპუტატებს მიმართა.
აღნიშნულის საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უზრდელი უწოდა.
„თავი შეიკავე და გაეთრიე გარეთ, შე უზრდელო“ - მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.
რის შემდეგაც, ლევან გოგიჩაიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან