10:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 11:29:36, 1704 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მივყვებით ტურისტული ბაზრის მოთხოვნებს და აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით

 „ჩვენი მთავარი ამოცანაა, ზოგადად, საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ბევრი გაგებით უნიკალური, ტურისტულად საინტერესო ცენტრი. ეს იზიდავს, რასაკვირველია, როგორც ევროპელ ტურისტს, ასევე აზიიდან მომავალ ტურისტს, ასევე ტრადიციული ბაზრებიდან მომავალ ტურისტს, მათ შორის რუს ტურისტებსაც“, - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების ფონზე, მთავრობა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, ქართული ბიზნესის დასახმარებლად ყველა მიმართულებით. ნათია თურნავას თქმით, აქცენტი არის ევროპაზე, მაგრამ ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებაც არის ჩვენი პრიორიტეტი.

„რამდენიმე დღეა ძალიან ინტენსიური შეხვედრები მაქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან - მცირე სასტუმროებთან, საოჯახო სასტუმროებთან,  ვხედავთ, რომ რეალურად პრობლემის წინაშე დადგა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ბიზნესის მოთხოვნებს და ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებითაც, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც საქართველოს ბაზარზე, რადგან საქართველოში ჩამოდის 50-ზე მეტი  ქვეყნის ტურისტი, არცერთ ქვეყანას არ აქვს დომინირებული როლი, რუსეთს უჭირავს საკმაოდ მაღალი წილი - ეს არის ჩვენი ტურისტული ბაზრის 25%". იმედი გვაქვს, შევარბილებთ ტურისტულ ბიზნესზე არსებული რეალობიდან გამომდინარე ნეგატიურ გავლენებს", -  განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics