06:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:51:32, 1310 ნახვა

კომენტარი
კილაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: თქვენ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ გაქვთ

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავენ, დაძაბულ ვითარებაში მინდინარეობს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე ადამიანის უფლებების სრული დაცვით წარიმართება და მმართველი გუნდი ამის გარანტია. კილაძემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არ აქვს. 

„ერთი საკითხია, რომ თუ არის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები სახელმწიფომ ამას ადექვატური პასუხი გასცეს და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს ადამიანის უფლებების სრული დაცვით. ჩვენი გუნდი უნდა იყოს გარანტი, რომ სრულად იყოს დაცული მათ შორის ჩვენი ოპონენტების უფლებები, ის უფლებები, რაც ბატონ ნიკა მელიას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მიცემული. მე მესმის, თქვენი გუნდის მხრიდან,  წარმოუდგენელია თქვენთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტის კუთხით კი არა, საერთოდ ადამიანის უფლებებზე საუბრის უფლება არა გაქვთ თქვენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს, რადგან გვევალება კონსტიტუციით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics