06:13 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:45:51, 1148 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: ნიკა მელია ამჟამად პარლამენტში იმყოფება და მიმალვას არ აპირებს

"ნაციონალური წევრის" ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი პროკურატურაში მივიდა, სადაც მტკიცებულებებს უნდა გაეცნოს. 

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამჟამად პარლამენტში იმყოფება და არსად მიმავლვას არ აპირებს. კორდახაშვილის შეფასებით, პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალდება აბსურდულია. 

„უნდა ჩავიბარო ბრალდების დადგენილება, თუმცაღა მინდა დავაფიქსირო, რომ აღნიშნულ საქმეში პირველივე წუთიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. გუშინდელს მერე ჩვენ ვთხოვთ პროკურატურას, გადმოგვეცეს მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობით განხორციელდა ბრალდება ნიკანონ მერიასთან მიმართებაში, რაც დღემდე არ გადმოუციათ. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პროკურატურის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ შუამდგომლობაში არის ძალიან ბევრი შეუსაბამო ფაქტები. ისეთ ფაქტებზეა მითითება, რომ თითქოს ნიკანორ მელია მიიმალება, რომ მას აქვს ორი პასპორტი, რომ იგი რამდენჯერმეა საზღვარგარეთ ნამყოფი, ასეთ სამართლებრივ თემატიკას განიხილავს ახლა პარლამენტი. ასევე, გასარკვევია რას გულისხმობს პროკურატურა ორგანიზებაში, მასობრივ არეულობაში, ხელმძღვანელობაში, გადატრიალებაში. უამრავი ჩანაწერი არსებობს, სადაც ნიკანორ მელია აცხადებს, რომ მშვიდობიანად, ხელებაწეული, კონსტრუქციულად შევიდეთ პარლამენტის შენობაში და გავაპროტესტოთო. თუკი ამას გულისხმობს პროკურატურა მასობრივ არეულობაში და გადატრიალებაში და ბუნტში, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. ის არსად აპირებს მიმალვას და მზად არის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს ამ პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა კონდახაშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics