07:05 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:51:59, 1266 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს რევოლუციური სცენარის განვითარება

უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის  ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, თუმცა ახლა დროა, გონივრულად მოქმედება, რათა ოპონენტთა გამოცდილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა არ მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია.

„დღეს, ყველასთან ერთად, სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაუშვეს რევოლუციური სცენარის განვითარება და სახელმწიფოს დესტაბილიზაციის უფსკრულში ჩაძირვა, არამედ ყოველდღიური საქმიანობისათვის, რასაც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ჰქვია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ძალის გადამეტებას რაიმე  გამამართლებელი საბუთი არ გააჩნია, მითუმეტეს როდესაც ეს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის მომტანია. ამ ფიზიკური ზიანის ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, საზოგადოება, გნებავთ დაზარალებულის და გნებავთ პოლიციელების ოჯახები. სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მათაც - 80-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. მოკლედ, მთელი საზოგადოება დაზარალდა მორალურად, ფიზიკურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მანდატი დატოვა დეპუტატმა. ახლა გვმართებს ძალების და გონების მოკრება იმისათვის, რათა ქვეყანა არ ჩავძიროთ ქაოსში და დესტაბილიზაციის სისტემას არ დავუჭიროთ მხარი, რომ რომელსაც ჩვენი ოპონენტების საკმაოდ გამოცდილი და ორგანიზებული ჯგუფი აპირებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics