22:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 16:05:54, 1006 ნახვა

საზოგადოება
ტყის სექტორის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს

„სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით. მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსოფლიო ბანკის პროექტის  „სამხრეთ კავკასია - კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განცხადა.

შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და  განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა,  შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics