07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 13:55:09, 1023 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: გიორგი გახარიამ სახელმწიფოს დესტაბილიზაცია ააცილა თავიდან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანას დესტაბილიზაცია ააცილა თავიდან.

ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ ძალის გადამეტების თითოეული ფაქტი შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ უნდა შეისწავლოს, თუმცა ამას შს მინისტრის გადადგომასთან არ აკავშირებს.

„გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო, რომ სახელმწიფოს თავიდან ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუკი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ვინმემ გადაამეტა ძალას ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და თითოეულ ფაქტს შესწავლის შედეგად უნდა მოჰყვეს რეაგირება. ეს არის სწორი პოზიცია და ასეც იქნება“, - განაცხადა ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics