22:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 13:05:37, 904 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ რუსეთის გადაწყვეტილების ეკონომიკური ზეგავლენის შეფასება გამოაქვეყნა

 „თიბისი“ კვლევების მიხედვით, ახლო პერსპექტივაში, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, ზრდის ტემპი შემცირდება, მაგრამ ის მაინც პოზიტიური, დაახლოებით 5%-მდე იქნება, რადგანაც ტურისტული ნაკადი ევროკავშირიდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან მკვეთრად იზრდება. ამასთან, ტურიზმის კუთხით, ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი თურქეთის ნეგატიური ზეგავლენა იწურება და ეს ფაქტორიც ხელშემწყობი იქნება.  ეკონომიკის ზრდის ტემპი, მანამდე პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად 4%-ის ფარგლებშია ნავარაუდები. მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, თუმცა მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.  

ამ ფაქტორის გამო სავალუტო შემოდინებების კუთხით, მომდევნო ერთ წელიწადში შეფასებული დანაკლისი 200 მილიონ დოლარამდეა. ამასთან, საგარეო სექტორი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება, ლარი არაერთი შეფასებით, უკვე მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონეც მაღალია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 216 მილიონი  დოლარი შეისყიდა.  მაშინ როდესაც, მოკლევადიანი მერყეობა არაა გამორიცხული, თიბისის კვლევები ინარჩუნებს ლარის გამყარების პროგნოზს.

იხილეთ უფრო მეტი თემატურ გამოცემაში: "რუსეთის სანქციები: მართვადი ზეგავლენა ზრდაზე და ფსონი ლარზე" თიბისი კვლევების ვებგვერდზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/Download?ResearchId=203&Type=PDF.

თუ გსურთ თიბისი კვლევების პუბლიკაციები მიღება, ამისათვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართის შეყვანა ვებგვერზე www.tbcresearch.ge.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics