2019-06-24 00:40:19, 1223 ნახვა
პოლიტიკა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნის გავლით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობა გამართეს.
როტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება, ისინი შს მინისტრის გიორგი გახარიასგადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა, კიდევ ერთი აქტივობა დაანონსეს. ხვალ, 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით მივა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობას დაიწყებენ. საპროტესტო აქცია ხვალ 19:00 საათზე განახლდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,