07:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-23 15:28:18, 1451 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია: მერიამ მოიპარა აქციის ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები

„ევროპული საქათველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თბილისის მერიას მიმართავს, რუსთაველის გამზირიდან წაღებული სცენა და ჯებირები სასწრაფოდ დააბრუნოს.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, თბილისის მერმა ჯებირების აღებით გზა გაუხსნა პროვოკატორებს, რომ ისინი სცენასთან უფრო ახლოს მივიდნენ.

„ხელისუფლება გადავიდა ხელის შეშლის სტრატეგიაზე იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ვერანაირად ვერ ჩაახშობენ საზოგადოებრივი პროტესტს. მერია, რომლის ხელმძღვანელიც გუშინ ფარისევლურად იძახდა, რომ იზიარებს სულისკვეთებას საპროტესტო აქციის, მერიამ დღეს დილით პარლამენტის ტერიტორიიდან მოიპარა ორგანიზატორების კუთვნილი სცენა და წაიღო ჯებირები. მინდა, მივმართო მერიას, სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირებიც და სცენაც. ასეთი წვრილმანი ხელის შეშლით თქვენ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს. ეს არის უბრალოდ სასაცილო, რომ ამას უპირისპირებთ ამხელა მრავალრიცხოვან პროტესტს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებისა.

ეს ჯებირები, რომლის მოტანის ვალდებულება აქვს მერიას, მათ არ აწყობთ იმიტომ, რომ ისინი აგზავნიან პროვოკატორებს სცენასთან ახლოს, რომ აურიონ სიტუაცია. სასწრაფოდ დააბრუნეთ ჯებირები, ადამიანების კუთვნილი სცენა და გონს მოეგეთ, თორემ მიიღებთ კიდევ უფრო მწვავე პროტესტს.

ჩვენ არ გვეშინია არც პროვოკატორების. ნუ აწვალებთ ამ ხალხს, ამ აქტივისტებს, რომ ჩხუბი და უბედურება წამოიწყონ. არაფერი არ გამოგივათ, პროტესტი იქნება მტკიცე“, -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics