2019-06-22 16:13:08, 1241 ნახვა
საზოგადოება
კლინიკებში აქციის დროს დაშავებული 39 პაციენტი რჩება - მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია
ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 20 ივნისის აქციის დროს დაშავებული 39 პირი რჩება, რომელთაგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
დაშავებულები დღეს ჯანდაცვსი მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა.
მინისტრმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,