06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-22 06:15:16, 1438 ნახვა

პოლიტიკა
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვას აჩერებენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით,ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.

ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

პუტინი"რუსეთის ნაციონალური უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად" ასე ქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics