06:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 21:11:00, 1147 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის პრემიერ-მინსიტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება.

როგოროც მედვედევმა აღნიშნა, ზურაბიშვილის განცხადება არაპროფესიონალურია.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მოვლენების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მოიპოვა ან გამიზნულად, ფაქტების ინტერპრეტირებას ახდენს.

„ეს არის მცედლობა, ყველაფერი რუსეთს დააბრალო. ყველაფერი გამოიყურება ისე, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რეალური სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდინოს. ის ან საკითხში არ გაერკვია, ან გამიზნულად ცვლის რეალურ ფაქტებს. ძალიან სამწუხაროა სალომე ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა“, - განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობის გაღვივების შესახებ რუს ტურისტებს გააფრთხილებს. მისივე თქმით, ამის შემდეგ საქართველოში რეალური პრობლემები დაიწყება.

მედვედევის შეფასებით, საქართველოში არსებული ვითარება რადიკალურ ოპოზიციას უკავშირდება. მისივე განცხადებით, თბილისში მიმდინარე პროტესტები მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა ჩამოიშალოს.

„ამიტომ, ყველა ამ მოვლენას თან სდევს პოლიტიკური ჯამბაზების მიერ გაკეთებული კომენტარები, როგორიც მაგალითად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც შექმნილ პროცესში მალევე ჩაერთო“, - განაცხადა მედვედევმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებაში გაერკვევა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება რუსეთის ინტერესებშია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics