2019-06-21 19:52:03, 920 ნახვა
საზოგადოება
თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მათ აქციაზე არ მივიდნენ და პროვოკაციები არ მოაწყონ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც აქცია სახელწოდებით - „ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს!“ მიმდინარეობს, სტუდენტები პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, მათ აქციაზე არ მივიდნენ და პროვოკაციები არ მოაწყონ.
დემონსტრანტების თქმით, მათი აქცია აპოლიტკურია.
„არსებობს საფრთხე იმისა, რომ სხვადასხვა ძალები შემოუერთდნენ ჩვენს აქციას. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადგილზე მოსვლისგან, პროვოკაციებისგან. ვინაიდან პროვოკაციები სტუდენტების წინააღმდეგ არის დანაშაული, ეს არის საკუთარ სახელმწიფოს და მომავლის წინააღმდეგ გალაშქრება. მინდა ავწიოთ ხელები და ვაჩვენოთ ჩვენი სუფთა ხელები რუსეთს, საქართველოს და ვუთხრათ არა ძალადობას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან