07:14 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-21 17:27:11, 1596 ნახვა

კომენტარი
გახარია: პოლიტიკოსებმა შეძლეს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ძალადობაში გადაეზარდათ

შინაგან საქმეთამინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მოსახლეობის პროტესტი სათავისოდ გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

"გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა სამწუხარო ფაქტი, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულრწფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და რომელმაც სააბოლოოდ პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანის სახე მიიღო. ეს არის უმძიმესი, ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. ახლა რაც შეეხება იმას თუ რა მოხდა - მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, ჩვენმა მოქალაქეები ეს ეკრანებზე  ნახეს, იძულებული გახდა სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა. ვამზადებთ მასალას, რომელიც წუთების მიხედვით ასახავს როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე. უდიდესი აღშფოთება ჩემში გამოიწვია იმან, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს მოქალაქეები და პოლიცია, ამასობაში 22:00 საათის შემდეგ არც ერთი იქ არ ყოფილა. ახალგაზრდები და პოლიციელები შეატოვეს ერთმანეთს. ეს იყო რთული აქცია. პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics