2019-06-21 04:38:38, 1094 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე, „ქართული ოცნების“ ოფისიდან დროშები გადმოყარეს და დაწვეს
აქციის რამდენიმე მონაწილე რუსთაველის გამზირზე მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისში შეიჭრა.
მათ პარტიული ატრიბუტიკა, მათ შორის დროშები აივნიდან გადმოყარეს და პროტესტის ნიშნად დაწვეს.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტთან არის გამაგრებული, აქციის მონაწილეები კი რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ პარლამენტის შენობასთან დაბრუნება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით უპასუხათ.
ბოლო რამდენიმე საათში შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველები და მედიის წარმომადგენლები. მათი ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, სამ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,