2019-06-20 22:49:29, 1195 ნახვა
კომენტარი
გახარია - რუსული დელეგაციის 2 წევრი არ შემოვუშვით, დანარჩენებს კანონი დარღვეული არ ჰქონდათ
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, უწყებამ რუსეთის დელეგაციის ორი წევრი ქვეყანაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვა.
გახარიას განმარტებით, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სახელი შესაბამის სიაში არ ფიგურირებდა.
„ამ ჯგუფიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამოაგდო ორი გვარი, რომელსაც ჰქონდა დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სხვა პირები, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, ამ სიაში არ ყოფილან. ის რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა, რომ ქვეყანა მიიყვანონ კატასტროფისკენ", - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან