19:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 20:04:17, 865 ნახვა

საზოგადოება
ხმაური პარლამენტთან - ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი აქციიდან გააძევეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან გააძევეს.

მიზეზი ვატო შაქარიშვილის განცხადება გახდა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების ჯანსაღი აზრის ოკუპირება მოახდინა.

„ჩემო მეგობრებო, თბილისელებო, ქართველებო, დღეს ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის განცხადებას ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შაქარიშვილს მიკროფონი წაართვა. ამასთან, ადგილზე იმყოფებოდა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მან შაქარიშვილთან მისვლა სცადა, თუმცა ამის საშუალებას არ მისცეს. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, შაქარიშვილს, ჯიშკარიანს და გოგიჩაიშვილს ტერიტორია დაატოვებინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics