17:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 18:40:22, 903 ნახვა

საზოგადოება
ვასაძე: არავითარი უკანონო ფორმირება არ შემიქმნია - კომბლები სხვენში დევს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია, როდესაც ე.წ. რაზმების შექმნაზე საუბრობდა.

ვასაძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა.~

„არაფერი კანონი არ დამირღვევია, კანონს არღვევს ის, ვინც არ ემორჩილება შსს-ს განცხადებას, რომ პრაიდი არ ჩატარდება. კანონს დაარღვევს ის უცხოელი, მათ შორის ელჩი, ვინც არ დაემორჩილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ დაეტიონ თავიანთ საელჩოებში, არ გამოიწვიონ ქართველი ხალხი აგრესიაზე და ვინც ამას არ გააკეთებს, ის თვითონ გავა კანონს გარეთ, ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის ინტერესებს მიღმა. თუ ამათ, ამ ნახევარ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მე დავარღვიე კანონი, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. თეთრი ხელსახოცი არის მშვიდობის სიმბოლო, კომბლები დევს სხვენში, იმ წამსვე, როცა პოლიციამ გვითხრა, რომ არ ჩაგვქოლავს და პრაიდი არ ჩატარდება, მოვუწოდეთ ჩვენს მომხრეებს, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. ეს კომბლები იმისთვის იყო, რომ პოლიციელების ძალადობისგან დაგვეცვა თავი, თუკი ისინი პროვოკატორებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლაში დაეხმარებოდნენ. კომბლები არასდროს არ იყო განკუთვნილი ამ უბედური ხალხის დასაფრთხობად. ვიღაც ტყეში, ან სარდაფში რაღაცას იზამს, ეს არ არის „პრაიდი“, - განაცხადა ვასაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics