03:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 14:15:03, 921 ნახვა

პოლიტიკა
წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს.

„ვეხმაურები საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით:

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.

და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.

მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია“, - ნათქვამია კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics