03:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 13:22:00, 992 ნახვა

პოლიტიკა
„კობახიძე=გავრილოვს!“- შაქარიშვილმა კობახიძის სავარძელი დერეფანში გამოიტანა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა [ფოტო]

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

როგორც შაქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსი დეპუტატისთვის სერგეი გავრილოვისთვის დღის წესრიგი სწორედ ირაკლი კობახიძემ მოამზადა. მან განრიგი ჟურნალისტებს აჩვენა და დასძინა, რომ ის რუსულ ენაზეა შედგენილი. 

გარდა ამისა, შაქარიშვილმა პოარლამენტის დერეფანში განთავსებულ ბანერზე, რომელიც მართლმადიდებლური სამარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში არის განთავსებული, სხვადასხვა შინაარსის წარწერები გააკეთა, კერძოდ: "კობახიძე=გავრილოვს!" და "პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს". 

ამასთან, ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძის სავარძელი დერეფანში გამოიტანა, დეპუტატისთვის შედგენილი განრიგი დემონსტრაციულად დახია და ქაღალდები თავმჯდარის სკამზე დაყარა. 

ცნობისთვის, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრება. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეა პარლამენტში იმართება. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია და მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს


 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics