17:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 13:01:55, 904 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეები, რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ [ვიდეო]

პარლამენტთან, მოქალაქეები თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებასა და პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებენ.

დემონსტრანტებს ბანერები აქვთ მოტანილი და აპირებენ რუს დეპუტატებს სირცხვილის მორიგი კორიდორი მოუწყონ.

"ვაპროტესტებთ საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რუსი დეპუტატების ყოფნას პარლამენტში ზოგადად. ეს არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი. არ შეიძლება ასეთი კომფრომისტული დამოკიდებულება პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ნასყიდაშვილმა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციას ორგანიზება "რუსეთი ოკუპონტიამ" გაუწია. 

ცნობისთვის, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობს, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრება. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეა პარლამენტში იმართება. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია და მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics