22:10 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 14:53:35, 518 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: თურქმენეთი ძალიან სწორად ხედავს საქართველოსთან თანამშრომლობას

თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი.

ესენია: 1. თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის; 2. ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და თურქმენეთის ფინანსთა სამინისტროს შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;; 3. ურთიერთგაგების მემორანდუმი სპორტის სფეროში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტს შორის; 4. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თურქმენეთის განათლების სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი. 5. საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის კულტურისა და ხელოვნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება;  6. “თურქმენეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ“ 7. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა მოაწერეს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თურქმენეთი ძალიან  სწორად, სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს  თანამშრომლობა არა მარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვისაა მომგებიანი, არამედ-ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის,

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენეტებს რამდენიმე მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, ეს არის კულტურა, განათლება, ეს არის თანამშრომლობების გაღრმავება  ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭია  ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, ეკონომიკის განვითარების კუთხით. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ერთობლივი  სტრატეგიული ხედვები, რომელზეც გვქონდა შესაძლებლობა შარშან წლის მიწურულს გვესაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა დღეს, აბსოლუტურად თანხვედრია. თურქმენეთი ძალიან  სწორად, სტრატეგიულად ხედავს თავისი ქვეყნის განვითარებას, თანამშრომლობას საქართველოსთან და ეს  თანამშრომლობა არის მომგებიანი არა მარტო საქართველოსა და თურქმენეთისთვის, ეს თანამშრომლობა მომგებიანია რეგიონისთვის და უფრო გლობალურად,  ევრაზიული რეგიონის მრავალი ქვეყნისთვის. ჩვენი ერთობლივი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები და მათი  ხედვები იძლევა შესაძლებლობას, თურქმენეთის ჭარბი  ენერგეტიკული რესურსის ტრანსპორტირებისა და ევროპის ბაზრებზე, თურქმენეთში არსებული სხვა მნიშვნელოვანი რესურსების ტრანსპორტირების. ამ ტრანსპორტირებაში და ერთობლივ თანამშრომლობაში ერთვება არაერთი ქვეყანა“,-განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.

მისივე თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის ამ ვიზიტზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ.

„განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ვიზიტზე, განსაკუთრებული იმედები გვაქვს ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის და გვჯერა,  ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელი ევრაზიის კონტინეტის მასშტაბით იმედის თვალით უყურებენ ამ თანამშრომლობას და თავის მხარდაჭერას გამოხატავნ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისათვის“,-აღნიშნა  გიორგი მარგველაშვილმა.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics