2019-06-19 21:30:54, 1136 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ელჩმა გავრილოვის გამოსვლისას პროტესტის ნიშნად სასახლე დატოვა
უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას დროებით პროტესტის ნიშნად დატოვა.
"რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიები და დღესაც აგრძელებს ბრძოლას. დღეს ჩვენ გვყავს ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაჭრილი სამხედრო. ეს არის რუსეთი ჩვენთვის. ძალიან მარტივია, რაც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანული რელიგია და ეკლესია არის მშვიდობისა და მშვიდობიანი არსებობის და არა ტერიტორიების ოკუპაცია. სულ ეს არის. მე მეტი კომენტარი არ მაქვს", —იგორ დოლგოვმა.
გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
ნეტგაზეთის ფოტო
ავტორი: ექსპრესნიუსი,