17:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 19:18:30, 1151 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ღირსების მარშს მოერიდონ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თბილისში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამია, შტატების მოქალაქეებმა თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს თავი უნდა აარიდონ.

„LGBT საზოგადოების მხარდამჭერები და წევრები „ღირსების კვირის“ აღსანიშნავად მარშის ან სახალხო ღონისძიების გამართვას გეგმავენ. ველით, რომ შესაძლოა ღონისძიებაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბოს. ეს საქართველოში „ღირსების კვირასთან“ დაკავშირებული სახალხო ღონისძიებების პირველი შემთხვევაა. წარსულში სახალხო ღონისძიებები ამ საზოგადოების წევრებისა და მხარდამჭერების თვითგამოხატულების საშუალებას წარმოადგენდა, რასაც მწვავე და ზოგჯერ ძალადობრივი რეაქცია ჰქონდა კონტრდემონსტრანტების მხრიდან. შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებს მიეცათ რჩევა, მოერიდონ ხალხის დიდი ნაკადის შეკრების ადგილებს, მსვლელობაში მონაწილეობას და გამოიჩინონ სიფრთხილე", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics