16:12 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 14:57:21, 1323 ნახვა

საზოგადოება
ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატი: კომბალი უნდა გამოიყენონ, ქამარს არ ვეთანხმები

კომბალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე გაბედავს და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „კაცების აქციის“ ორგანიზატორების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, ლევან ვასაძე  ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და მისი განცხადებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში შესაძლებელია შეიზღუდოს აქციები, რომელიც ქართული საზოგადოების ღირსებას ეწინააღდეგება.

 „ლევან ვასაძის განცხადებები საერთოდ არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული დანაშაულის ნიშნებს. მისი განცხადება მუქარას არ შეიცავს. ის არის ქართული საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი და მას ის განცხადება უნდა გაეკეთებინა, ქართული საზოგადოების უმრავლესობა, მისი ჯანსაღი ნაწილი სრულიად უჭერს მხარს. ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში. კომალს ქართველი ხალხი იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ვინმე გაბედავს და ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, მის მიმართ ძალადობას, მიმაჩნია რომ არა მხოლიდ კომბალი უნდა გამოიყენოს, არამედ ნებისმიერი საშუალება. ქამრებს არ ვეთანხმებით, სიმბოლურად იყო გაჟღერებული. ასევე ბატონმა ლევანმა განაცხადა, რომ არავითარი პატრულირება არ მოხდება, ვინაიდან შსს-დან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ლგბტ პრაიდი არავითარი აღლუმის ჩატარებას არ გეგმავენ. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ლგბტ ადამიანები ჩვენზე ხელის აღმართვას გაბედავენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქართული პოლიცია შეიძლება გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებდან და მან ცივილიზებული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს ძალა. პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუკი პოლიცია ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს. ამის ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვცა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics