01:00 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 18:43:25, 1299 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტის  და საქართველოს აშშ-სთან  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.  როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.

 „მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის - საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics